Tag Archives: Swizz Beatz

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : შიმშილი უფრო მეტისთვის 2

hfm212Lloyd Baks-The Hunger For More 2

The G-Unit-ის დროშა მძლავრად ფრიალებდა 2000-იანი წლების დასაწყისში, დეკადის დასასრულს (2010 წლის მიწურულს) ეს სიმძლავრე განახევრდა. 50 Cent-ის მუსიკალური წარმატება და მიზნები წავიდა დაღმართისკენ, Young Buck და Game ცერემონიულად ამოიშალნენ სურათიდან, და Tony Yayo იყო, სავსებით კარგი, Tony Yayo. რაც ნიშნავდა, რომ Lloyd Banks, G-Unit-ის 'მდუმარე მკვლელი', დარჩა არაკომფორტულ სიტუაციაში. თვით გამოცხადებული პოპ პანკის მეფე, სინამდვილეში აღმოჩნდა, თვითდაჯერებული უვიცი, რომელიც ჩამოწერეს Interscope-დან. ასე რომ Banks-ის გადაწყვეტილება,  მისი მესამე ალბომი გამხდარიყო გაგრძელება 2004 წელს გამოშვებული სადებიუტო რელიზის, გვიტოვებს გრძნობას, რომ ეს არის სასოწარკვეთილების გამომხატველი გადაწყვეტილება, ვიდრე ის სიახლე, რომელიც თაყვანსცემს, თავის წინაპარს.

თუ The Hunger for More (შიმშილი უფრო მეტისთვის) იყო Banks-ის გვირგვინი სოლო შესრულებაში და Rotten Apple (დამპალი ვაშლი) შედეგი შესრულების ოსტატობის ნაკლებობის, H.F.M.2. არის სადღაც ამ ორს შორის.

გზა ‘ქუჩის მეფისკენ’

50timbo50 Cent მაგრად მუშაობს, რომ შექმნას ალმობი 'ქუჩის მეფე უკვდავია', რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდებით. მან გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს თავის საკუთარი ნედლეული. 50 Cent-მა გამოიძახა Timbaland SMS-დან, ჰიტების შემქმნელი Timbaland შექმნის 2 მელოდიას 'SKI'-ს ალბომისთვის და მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ სიმღერაში Justin Timberlake-თან ერთად. როგორც ჩვენ გვახსოვს ამ ტრიომ შექმნა შესანიშნავი სიმღერა 'Ayo technology' 2007 წელს.

 50-მ აგრეთვე გამოიძახა G-Unit-ის ბით-მეიქერი 'Remo the Hitmaker'. რომელიც შექმნის 3 ბითს 'SKI-სთვის'. ერთი ბითი უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ სიმღერაში: 50 Cent-Get low(ft.jeremih, 2Chainz & T.I.)prod. by Remo the Hitmaker. მაგრამ შესაძლოა ეს სიმღერა არ დაემატოს 'ქუჩის მეფე უკვდავია'-ს ტრეკ-ლისტს. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ Remo the Hitmaker-ის ბითი Riz Sefmade-ის სიმღერაში 'Effen Vodka'.

 აგრეთვე Swizz Beatz მუშაობს  'SKI'-ს პროექტისთვის. მან რამოდენიმე წლის უკან შექმნა შესანიშნავი ბითი T.O.S.-ის ალბომისთვის. ის აგრეთვე იყო სტუმარი 'Get Down'-ს სიმღერაში.