Tag Archives: SMS

ყურსასმენების ბრძოლები: ხანდახან უკეთესია, რომ უბრალოდ დაივიწყო Dre!

streetvsbeats

ღევანდელი გაკვეთილი ეს არის: ხანდახან უკეთესია, რომ უბრალოდ დაივიწყო Dre.

მაგრამ 2009-ში, ეს გაკვეთილი არ იყო მარტივად შესასრულებელი 50 Cent-სთვის, რომელიც ხედავდა, რომ Dr. Dre ფულს Beats by Dre ბრენდის ყურსასმენებით ხვეტავდა. მომედვნო წელიწადს, 50 Cent-მა იფიქრა: “მეც შემიძლია ამის გაკეთება” , ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მას დაუჯდა მილიონობით დოლარი.

 

წარმატებას ბევრი მშობელი ჰყავს, მაგრამ მარცხი ობოლია

facebookPowerSMS

მხოლოდ ფაქტები:

მარკ ცუკერბერგმა გახსნა Facebook-ის შექმნა დაიწყო ჰარვარდის საერთო საცხოვრებელ ოთახში და დამთავრებული სახით მსოფლიოს მოევლინა 2004 წლის 4 თებერვალს. 2004 წელს ჰარვარდელმა სტუდენტებმა  Cameron Winklevoss, Tyler Winklevoss, და  Divya Narendra შეიტანეს სარჩელი Facebook-ის წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა გატეხა სიტყვიერი შეთანხმება, რაც მათ შორის მომხდარა.  სარჩელში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ ცუკერბერგმა მოიპარა მათი იდეა და უნებართვოდ გამოიყენა ის კოდები, რომლის შესაქმნელადაც დაიქირავეს.

SMS-ის გზა: გარიგებები, ურთიერთობები და მეტი დეტალი იმის შესაეხებ თუ როგორ შექმნა და განავითარა 50 სენთმა SMS Audio.

50-centSMS

50 Cent გვიყვება SMS Audio-ს, Beats-ს, ყურსასმენების ბაზრის დაარსების შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში

50 Cent-ის SMS Audio-ს ყურსასმენების კომპანია არის ერთ-ერთი ლიდერი პრემიუმ ყურსასმენების მზარდი ინდუსტრიის. The G-Unit-ის მაგნატი ყვება მეტ დეტალს CNBC-სთან საუბარში SMS Audio-ს ყურსასმენების, Beats-ის, ყურსასმენების ბაზრის დაარსებაზე და საუბარში ეხება სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ტანსაცმლის ხაზის შექმნა იყო პირველი არეალი სადაც ცნობადმა სახეებმა დაიწყეს თავიანთი ინვესტიციების ჩადება. 50 სენთი ამბობს, რომ ყურსასმენების ბაზარზე კონკურენცია, ბევრად უფრო აგრესიულია. .
"როდესაც Russell Simmons-მა შექმნა Phat Farm ტანსაცმლის ხაზი, ჩვენ ვიხილეთ Rocawear-ს ტანსაცმელი Jay-Z-სგან, თქვენ ნახეთ Sean John-ი  Puffy-სგან, როგორც დაინახეთ, მეც შევქმენი ჩემი ბრენდი G-Unit  და შემდეგ კიდევ მრავალი კომპანია, ერთიანობაში კი ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ წარმატებული საქმის შექმნა შეგვიძლია მუსიკის გავლით სამომხმარებლო ბაზარზე "

50 სენთმა განაცხადა, რომ მისი მდიდრული ცხოვრება იყო სიყალბე.

50-cent-fakel50 სენთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ მომენტისთვის მისი ქონება $4.4 მილიონზე მეტი არ არის  და მან მხოლოდ $3.8 მილიონი მიიღო 38 მილიონის მოგების მომტანი თავისივე  ალბომებიდან. თუმცა როგორც 'ფორბსის' ბოლო დროინდელი 50-ის სიმდიდრის შემფასებელი მონაცემები იტყობინებოდნენ 50 სენთის ქონება $155 მილიონი იყო.

 50 კი ცდილობს დაგვარწმუნოს ყველა, რომ ის არც ისეთი მდიდარია, როგორც ჩანს და ჰიპ-ჰოპის მდიდრული ცხოვრების წესი ეს მხოლოდ მოჩვენებითობაა.

"თქვენ მუსიკალურ კლიპეპში ლამაზ მანქანებს ხედავთ, მაგრამ ისინი ჩემი არ არის, ყველაფერი უკან მაღაზიებს უბრუნდებათ" განაცხადა 50 სენთმა. 50 ასევე გვეუბნება, რომ მისი მანქანების უმრავლესობა არის ნაქირავები, ასევე არც ის ძვირფასეულობაა მისი, რომელსაც ატარებს, მასშიც ქირას იხდის და არ აქვს ნაყიდი. 

რეპერის განცხადების თანახმად,  

მის საკუთრებაში მცირე რაოდენობის გულსაკიდი ძვირფასეულობაა  და კიდევ  სამი მანქანა.

50 სენთი არის ჯონ როკფელერის ახალი ვერსია

50cent_effenოლო დღეების სიახლეები გვეუბნებიან, რომ 50 სენთი გაკოტრდა. დიახ, 50-ს პერსონალურად მართლაც არ აქვს ფული და ის დიდ ვალშია ჩაფლული. მაგრამ მისი ცნობილი ბრენდ-კომპანიები, როგორებიცაა: SMS Audio(ყურსასმენების მწარმოებელი), Effen(არაყის მწარმოებელი) და Frigo(ქვედა საცვლის მწარმოებელი) ისევ მყარად დგანან და არანაირი ცნობა არ არის მათი დავალიანებების ან სხვა ფინანსური პრობლემების შესახებ. როგორც ამის შესახებ გავიგეთ SMS promotions(ბოქსის კომპანიზე), რომელიც დიდ ვალშია.

ფინანასური ექსპერტები ფიქრობენ, რომ 50 თავის მფლობელობაში მყოფი $155 მილიონი გარდაქმნა თავისი კომპანიების აქტივებად, რათა დაეცვა თავისი კაპიტალი და თავი აერიდებინა თავისი უმსხვილესი კრედიტორებისთვის ფულის გადახდისთვის.


50 სენთის ტაქტიკა მსგავსია ნავთობის ბარონის ჯონ როკფელერის ქმედებების. როცა აშშ-ს მთავრობამ დაიწყო ბრძოლა ჯონ როკფელერის სტარადრდ ოილის კომპანიის წინააღმდეგ ანტი-მონოპოლიური კანონით. ჯონ როკფელერმა სტანდარდ ოილი დაყო 16 პატარა კომპანიად. ის ფლობდა სამართავ აქციებს ყველა კომპანიაში. და 98 % ნავთობის ბაზრის ისევ მისი კონტროლის ქვეშ იყო..

50 სენთმა კონ როკფელერის მსგავსად იცის როგორ უნდა ითაღლითოს კანონის საფარვლის ქვეშ. 

ფულის მეფე უკვდავია?

50centbankruptcyოდით ჩავიხედოთ დეტალებში, რომ გავიგოთ რატომ გაკოტრდა 50 სენთი? ყველას გვახსოვს, რომ 50-ს 2015 წლის დასაწყისში $155 მილიონი ჰქონდა. რა მოხდა შემდეგ?

  50 სენთს ჰქონდა გარიგება Sleek Audio Co.-თან, 50 დისტრიბუციას გაუკეთებდა მათ ყურსასმენებს. ჯი-იუნითის მესაჭემ $1 მილიონი ინვესტიცია ჩადო სლიიკში, რომ შეექმნა ყურსასმენების ხაზი მათთან ერთად. მაგრამ 50 სენთმა დაარსა თავისი საკუთარი SMS Audio co. და მისმა ახალმა პროდუქტმა ბაზარზე წინააღმდეგობის გაწევა დაუწყო 'beats by Dre' და აგრეთვე 'Sleek'. Sleek-მა განაცხვადა, რომ 50-მა მოიპარა, მათი დიზაინი, მათი მნიშვენელოვანი და ღირებული მონაცემები და სავაჭრო საიდუმლოებები. და შემდეგ დაიწყო ვაჭრობა დამოუკიდებლად.სლიიკმა მოიგო სასამართლო სარჩელი. 50 Cent დაეკისრა $17 მილიონის გადახდა სლიიკისთვის.მაგრამ 50-მ გადაწყვიტა არ გადაეხადა $17 მილიონი, რის გამოც კანონმდებლობით მისი საბანკო ანგარიში გაიყინა.

50 სენთმა აგრეთვა დაკარგა $5 მილიონი სასმართლო პროცესით, რომელიც ეხებოდა მისი მოწინააღმდეგე რეპერის რიკ როსის შვილის დედის სექსუალური ვიდეოს გამოქვეყნებას.
შედგების თანახმად, 50-ის აქტივები არის $10 მილიონიდან $50 მილიონამდე, მაგრამ მისი დანახარჯები არის იგივე..