Tag Archives: Disney

SMS-ის გზა: გარიგებები, ურთიერთობები და მეტი დეტალი იმის შესაეხებ თუ როგორ შექმნა და განავითარა 50 სენთმა SMS Audio.

50-centSMS

50 Cent გვიყვება SMS Audio-ს, Beats-ს, ყურსასმენების ბაზრის დაარსების შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში

50 Cent-ის SMS Audio-ს ყურსასმენების კომპანია არის ერთ-ერთი ლიდერი პრემიუმ ყურსასმენების მზარდი ინდუსტრიის. The G-Unit-ის მაგნატი ყვება მეტ დეტალს CNBC-სთან საუბარში SMS Audio-ს ყურსასმენების, Beats-ის, ყურსასმენების ბაზრის დაარსებაზე და საუბარში ეხება სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ტანსაცმლის ხაზის შექმნა იყო პირველი არეალი სადაც ცნობადმა სახეებმა დაიწყეს თავიანთი ინვესტიციების ჩადება. 50 სენთი ამბობს, რომ ყურსასმენების ბაზარზე კონკურენცია, ბევრად უფრო აგრესიულია. .
"როდესაც Russell Simmons-მა შექმნა Phat Farm ტანსაცმლის ხაზი, ჩვენ ვიხილეთ Rocawear-ს ტანსაცმელი Jay-Z-სგან, თქვენ ნახეთ Sean John-ი  Puffy-სგან, როგორც დაინახეთ, მეც შევქმენი ჩემი ბრენდი G-Unit  და შემდეგ კიდევ მრავალი კომპანია, ერთიანობაში კი ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ წარმატებული საქმის შექმნა შეგვიძლია მუსიკის გავლით სამომხმარებლო ბაზარზე "

50 სენთმა განაცხადა, რომ მისი მდიდრული ცხოვრება იყო სიყალბე.

50-cent-fakel50 სენთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ მომენტისთვის მისი ქონება $4.4 მილიონზე მეტი არ არის  და მან მხოლოდ $3.8 მილიონი მიიღო 38 მილიონის მოგების მომტანი თავისივე  ალბომებიდან. თუმცა როგორც 'ფორბსის' ბოლო დროინდელი 50-ის სიმდიდრის შემფასებელი მონაცემები იტყობინებოდნენ 50 სენთის ქონება $155 მილიონი იყო.

 50 კი ცდილობს დაგვარწმუნოს ყველა, რომ ის არც ისეთი მდიდარია, როგორც ჩანს და ჰიპ-ჰოპის მდიდრული ცხოვრების წესი ეს მხოლოდ მოჩვენებითობაა.

"თქვენ მუსიკალურ კლიპეპში ლამაზ მანქანებს ხედავთ, მაგრამ ისინი ჩემი არ არის, ყველაფერი უკან მაღაზიებს უბრუნდებათ" განაცხადა 50 სენთმა. 50 ასევე გვეუბნება, რომ მისი მანქანების უმრავლესობა არის ნაქირავები, ასევე არც ის ძვირფასეულობაა მისი, რომელსაც ატარებს, მასშიც ქირას იხდის და არ აქვს ნაყიდი. 

რეპერის განცხადების თანახმად,  

მის საკუთრებაში მცირე რაოდენობის გულსაკიდი ძვირფასეულობაა  და კიდევ  სამი მანქანა.