G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : “გახდი მდიდარი ან მოკვდი მცდელობაში” საუნდტრეკები

GunitMovie9. G-Unit Nation-Get Rich, Or Die Tryin'

  • "დღის დასასრულს, ისევ მედგრად იდგები?"

G-Unit Nation {G-Unit(50 Cent, Lloyd Banks, Young Buck, Tony Yayo), Mobb Deep (Prodigy, Havoc), M.O.P (Billy Danze, Lil Fame), G-Unit Crips/G-Unit West (Spider Loc), Harlem World (Murda Ma$e), Olivia }

სტუმარი: Nate Dogg

ეს გახლავთ არა ჯგუფ G-Unit-ის არამედ G-Unit Records-ში შემავალი ყველა არტისტის ერთობლივი ნამუშევარი, თანაც ის წარმოდგინდა, როგორ 50 Cent-ის ბიოგრაფიული ფილმის 'გახდი მდიდარი ან მოკვდი მცდელობაში' საუნდტრეკად—ძალიან კარგი, ჩვენ ვღებულობთ მას. ალბომის ბლოკბასტერი (კომერციულად დიდი წარმატების მქონე) არის სიმღერა Window Shopper. ეს არის G-Unit Records-ის ალბომი ტყვილების გარეშე და რა თქმა უნდა ის უფრო მეტად განგსტერულია, ვიდრე ფლეიბოის სტილის მქონე, მეტად პირდაპირია, ვიდრე მაცდუნებელი და ეს იმდენად საგრძნობია, რომ

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : კურტისი (50 სენთის ნამდვილი სახელი)

50curtis10. 50 Cent-Curtis

ეს ნამუშევარი არც ისე წარუმატებელია, როგორც   Kanye West-ის ალბომთან მიმართებაში ავადსახსენებელმა გაყიდვებმა გვაჩვენეს, Curtis თავიდან ბოლომდე დაპყრობილი აქვს  50 Cent-ის აგრესიულ ფსიქო-პორტრეტს. "Ayo Technology" , რომელიც ალბომის ცენტრალური სიმღერაა,  მისამღერს ასრულებს Timberlake/Timbaland დუეტი, და არის კლუბური ჟღერადობის.

G-Unit, T*O*S*-Terminate On Sight (დასასრული სანახაობაზე)

G-Unit-TOS

11. G-Unit,T*O*S (Terminate On Sight)

G-Unit-ის სადებიუტო ალბომ Beg For Mercy(გაიღეთ მოწყალება)-ს შემდეგ 5 წელი გავიდა, ამიტომ მისმა წევრებმა შექმნეს კიდევ ერთი ალბომი. ამჯერად ჩვენთვის ნაცნობი ბიჭები (50 Cent, Lloyd Banks, Tony Yayo) აღარ არიან იმ მწვერვალზე, რომელზეც თავიანთი კარიერი დასაწყისში იდგნენ და ჩვენ მივიღეთ "მძიმე ალბომი". ამ ნამუშევარში ჩანს, რომ G-Unit-ის წევრებმა ვერ განიცადეს შემოქმედებითი პროგრესი, მათ შექმნეს ის, რაც მათ ფანატებს მოსწონდათ და უნდოდათ: სიმტკიცე (ეს ხომ ისედაც G-Unit–ს ხელწერას წარმოადგენს). G-Unit-ის წევრებიდან არცერთს არ აქვს დაკარგული თავის ინდივიდუალურობის გამომხატავი უნარები. პლიუს, ჩვენ მივიღეთ Yayo-ს რითმებიც.

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : შიმშილი უფრო მეტისთვის 2

hfm212Lloyd Baks-The Hunger For More 2

The G-Unit-ის დროშა მძლავრად ფრიალებდა 2000-იანი წლების დასაწყისში, დეკადის დასასრულს (2010 წლის მიწურულს) ეს სიმძლავრე განახევრდა. 50 Cent-ის მუსიკალური წარმატება და მიზნები წავიდა დაღმართისკენ, Young Buck და Game ცერემონიულად ამოიშალნენ სურათიდან, და Tony Yayo იყო, სავსებით კარგი, Tony Yayo. რაც ნიშნავდა, რომ Lloyd Banks, G-Unit-ის 'მდუმარე მკვლელი', დარჩა არაკომფორტულ სიტუაციაში. თვით გამოცხადებული პოპ პანკის მეფე, სინამდვილეში აღმოჩნდა, თვითდაჯერებული უვიცი, რომელიც ჩამოწერეს Interscope-დან. ასე რომ Banks-ის გადაწყვეტილება,  მისი მესამე ალბომი გამხდარიყო გაგრძელება 2004 წელს გამოშვებული სადებიუტო რელიზის, გვიტოვებს გრძნობას, რომ ეს არის სასოწარკვეთილების გამომხატველი გადაწყვეტილება, ვიდრე ის სიახლე, რომელიც თაყვანსცემს, თავის წინაპარს.

თუ The Hunger for More (შიმშილი უფრო მეტისთვის) იყო Banks-ის გვირგვინი სოლო შესრულებაში და Rotten Apple (დამპალი ვაშლი) შედეგი შესრულების ოსტატობის ნაკლებობის, H.F.M.2. არის სადღაც ამ ორს შორის.

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : ფიქრები სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებაზე

tonyYayoTOPF13 Tony Yayo-Thoughts of a Predicate Felon(ფიქრები სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებაზე )

მოლოდინი Tony Yayo-ს სადებიუტო ალბომთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მცდარი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ Predicate Felon(სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცება)-მა სრული კრახი განიცადა. აქ ბალანსი, შეინარჩუნა 50 Cent-მა, რომელიც წყალობასავით მოევლინა, სიმღერა "So Seductive"-ს, რომელსაც მარტო Yayo-ს პერსონა, ვერ აწევდა იმ სიმაღლეზე, რასაც მოჰყვა  ტრეკ "Curious"-ის წინსვლაც 

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : სისხლიანი ფული

mobbmoney14 Mobb Deep-Blood Money (სისხლიანი ფული)

როდესაც გამოცხადდა, რომ  Mobb Deep-მა ხელ მოაწერა კონტრაქტს G-Unit-თან, გაჩნდა კითხვა: რამდენად შეიძლებოდა, შეუპოვარი, ქუჩური და  ქვინსბრიჯიდან წამოსული თაღლითთა დუეტი  შერწყმული ყოფილიყო G-Unit-თან? საუბედუროდ, პასუხი იყო: დავიწყებადი.

Blood Money-ის ჰქონდა შესანიშნავი მომენტები. ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ  ალბომის პროდაქშენებს, (Havoc(Mobb Depp)-მა შექმნა მათი უმრავლესობა, მაგრამ მასთში ნაკლებად იგრძნობა Mobb Deep-ის კლასიკური სტილი). ტრეკები როგორებიც არიან "Put 'Em In Their Place," "Day Dreamin'," და "Pearly Gates"  მტკიცედ რჩებიან იმ სიმღერებად, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ, მაშინ როდესაც ალბომის დანარჩენი კომპოზიციები, არის საშუალო დონის . Havoc-ის და Prodigy-ის ინტუიციური, დაუმუშავებული, გეტოს უბნის ხიბლი, გვაგრძნობინებს დაცემას და მათი  ავტორიტეტის ცოტათი დაკარგვას, რაც გამოწვეულია მათი ჩანაწერების კონსტრუქციით

 

G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : დამპალი ვაშლი

15banksrotten15Lloyd Banks- 'Rotten Apple (დამპალი ვაშლი!)'

იმის მიუხედავად, რომ Game-ის სინგლებმა "One Blood" და "Wouldn't Get Far,"  დამოუკიდებლად მიაღწიეს წარმატებას, G-Unit-ის დროშა ტრიუმფალურად ფრიალებდა 2006 წელს, როგორც ჩანს  Banks იყო ერთადერთი G-Unit-ის არტისტებში, რომელსაც ჰქონდა შიმშილის გრძნობა, იმავე დროს სულიერ მხნეობაში. სიმღერა "Cake"  ზოგადად ალბომის გამომხატველია, Rotten არის აგრესიული, მაგრამ ამავე დროს შარმს მოკლებული, აქ ვერცერთ ტრეკს აღმოაჩენთ ისეთივეს, როგორებიც იყო "I'm So Fly," "On Fire," ან "So Seductive." Rotten Apple-ის ერთფეროვნება პიკს აღწევს, ალბომის მეორე ნაწილში, რომელიც გაჟღენთილია G-Unit-ის ფორმულით, ისეთი ტრეკებიც კი "Hands Up," "Survival," და "Gilmore's" , რომლებიც ამ შემთხვევაში გადამრჩენ როლს თამაშობენ, მაინც ჩვენთვის ნაცნობ ენერგიას გვაგონებენ.