11 წლის წინ დღევანდელ დღეს, 11 სექტემბერს-კურტისი დაიბადა!

უინსელი რეპერი ისევ განაგრძობს ნიჰილიზმს, და G-Unit_ის  მწარმოებლურ სტილს, იმის ნაცვლად რომ ჩამოშორდეს ძველ წესებს და მოიპოვოს შანსები თავის მუსიკაში.
50 Cent წარმოადგენს აღსანიშნავ მოწაფეს “თვითდახმარების” გურუს Robert Greene’s (რობერტ გრინის) მაკაველური სახელმძღვანელოსი The 48 Laws of Power (ძალაუფლების 48 კანონი). არა მხოლოდ კუნთებ-შეკრული ჰიპ-ჰოპ კოლოსი წარმოადგენს მის კარიერის სიმბოლოს, როგორც გიგანტი, რომელიც ამსხვრევს ყველაფერს გზაზე შემხვედრს, არამედ ის უკვე მუშაობს Greene-თან ერთად ქუჩის სუნით გაჟღენთილ დანართზე, რომელსაც ჰქვია The 50th Law (50-ე კანონი). უკვე იყო რიცხვი 48-ც (ძალაუფლების 48 კანონი, წიგნი რობერტ გრინისგან). 

მუსიკის წამყვანმა პერსონებმა წარმატებულად იმუშავეს 50-სთვის: ამ უკანასკნელმა კი გაყიდა 20 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოს მაშტაბით, 2003 წლიდან მოყოლებული, ასევე შემოსავლების მიღებაში დამხმარე რესურსი იყო მოგება ვიტამინიზირებული წყლიდან და სხვა სახის ნაკლებად სახალისო ბიზნეს თაღლითობები. 


კანონი 46-ე: ნურასოდეს გამოჩნდებით ძალიან სრულყოფილები– გონივრულია თუ ზოგჯერ გამოვაჩენთ დეფექტებს და აქცენტირებას მოვახდენთ უვნებელ მანკიერებებზე, იმისთვის რომ გამოვჩნდეთ უფრო ადამიანურები.

ამ კვირის Rolling Stone-ში მონაწილეობდა 50 Cent, რეპერი აცხადებს, რომ, “მე ვარ მეფე კონგი! Kanye არის ადამიანი. ადამიანები გარბიან, როდესაც ისინი ხედავენ მეფე კონგს, რადგან მათ ეშინიათ.” 50 მართალია. ის წარმოადგენს ჰალკს, ელეგანტურ პრიმატს, ჰიპ-ჰოპის მხეცს. Curtis არის ალბომი, სადაც შემქმნელი თავისი ძლიერი მხარეების ჩვენებით ცდილობს თავისი მხარდაჭერთა გუნდის განახლებას: ის სექსუალური მკვლელია, წვდომა აქვს ქეშით გატენილ ATM-თან და მისთვის იოლია ყველა ქალის მოპოვება. Greene-ის დაკვირვებით 50-ს არ აქვს ის ხასიათის თვისება,რომელიც მისთვის შესაძლებელს გახდის სინათლეზე გამოიტანოს თავისი შეცდომები, მსგავსად Kanye-ს (ან Em ან Big-ს or 2Pac-ს…), ის ჩვეულებისამებრ ამაგრებს სიმღერით მონათხრობს, დამამახსოვრებელი მელოდიებით, სახასიათო მისამღერებით და ცოდვილის რითმით. მაგრამ ჩამოთვლილი ნიჭიერებათა ნაკრები სართოდ არ ჩანს ალბომ  Curtis-ში.
50 უნდა ემუშავა პროდუსერებთან, რომელბიც შეძლებდნენ თავიანთი შესაძლებლობების შერწყმას, მის ჰიტების შექმნელ უნართან, მაგრამ მუსიკოსის გარემოცვას ისევ G-Unit და Dre წარმოადგენენ. ტექნიკურად ყველა მელოდია დაწყებული “My Gun Go Off”-დან დამთავრებული ამწყობი-ხაზის ბოლო გაჩერებით “Touch the Sky”– აწყობილია განგსტერული თემატიკით, რომელიც გადმოტანილია Lloyd Banks, Young Buck და Mobb Deep ბოლოს გამოშვებული ალბომებიდან. ზედაპირზე, ტრეკებში იგრძნობა ქარხნული სიახლეები, მაგრამ ასევე ჩანს კონვეიერული ერთიდაიგივეობა. ალბომ Curtis-ში “I Get Money” წარმოადგენს ადრენალინის მძლავრ დოზას. თუმცა სამწუხარედ ეს საკმარისი არ არის რეალური შედეგებისთვის.

კანონი 25: თავიდან შექმენი შენი თავი — ახალი იდენტურობის შექმნა, აუდიტორია არ უნდა მოაწყინო, რომ მათ მუდმივად შენსკენ  ჰქონდეთ ყურადღება.

სულიდან ამომავალი ჰიტების მსგავსად როგორებიცაა “Hate It or Love It”, “Window Shopper”, და “Hustler’s Ambition”, იყო იმედი, რომ 50 გადაამისამართებდა მის ენერგიით სავსე სტილს უფრო მეტი სიბნელისკენ და ამპილირებაზე დაფუძნებდა თავის ახალ ალბომს. ასეთი გადართვა მას საშუალებას მისცემდა ისეთი პლათფორმა შეექმნა Curtis-ისთვის, რომელიც გამოამზევრებდა ნამდვილ Curtis-ს რომლის ნაცვლადაც გამოვლინდა მისი ძალებ ამოწურული  სუპერ-გმირად შენიღბული არსება. აქ ასევე არის ის ბუნებრივობის დეფიციტი, რაც წარმატებულად იყო ალბომ The Massacre-ს  საკვანძო მომენტებში  “Ski Mask Way” და “Ryder Music”, ასეთი გამორჩეული გამონათება არსად არ იძებნება  Curtis-ში.

ბალანსის გრძნობა, რომელიც ახასიათებს მის “მკვლელი” სიმღერის  “Hate It or Love It”-ის ლექსს და მუდმივად უბიძგებს წინ განმეორებად  ნიჰილიზმს, საუკეთესოდ არის შეჯამებული თვით-განმარტებით “I’ll Still Kill”-ში, რომელიც ერთ-ერთია Akon-ის დახმარებით შექმნილ იმ მცირე რაოდენობის ტრეკებს შორის, რომელმაც მარცხი განიცადა. ალბომში ერთადერთი დათმობა თანამედროვე პოპ ტრენდი — Timbaland-ის მელოდიით, Timberlake-ის მისამღერით “Ayo Technology” წარმოადგენს 50 სენთის რელსებიდან გადავარდნას, რომელსაც გამოჰყავს ის კომფორტის ზონიდან და შემდეგ ხდება მისი ღრიალით დაცემა , ვიდეო-თამაშის-მოწყობილობის მსხვრევის რიტმით. 50 ცდილობს ძალდატანებით  გადაიტანოს ტრეკი უფრო ნაცნობ ტერიტორიაზე კიბორგ-სტრიპტიზიორის თემატიკაში, Justin კი ამ დროს არც კი ცდილობს რომ უფრო მეტი სიკაშკაშე შეიტანოს ამ პროცესში. 50 უახლოვდება რბილ სიმწიფეს, რომელიც ჩანს სიყვარულის ბალადაში “Follow My Lead”, შესრულებული რიგით მეორე ყველასთვის ფავორიტ თეთრ-ბიჭთან crooner(მამაკაცი მომღერალი, რომელიც ასრულებს სენტიმენტურ სიმღერებს რბილი, დაბალი ხმით), Robin Thicke-ის, მისამღერის მხარდაჭერით. ტრეკის რესტორნული ციმციმი არის მისალმების ოაზისი კურტისის მაიკ ბეის (Michael Bay) სისასტიკის ფონზე, 50 ეყრდნობა გათამაშებულ, უსახურად აღებულ სტრიქონებს: “შენ შეგიძლია იყო ჩემი ბიონსეი, მე შემიძლია ვიყო შენი ჯეი (You could be my Beyonce, I could be your Jay).” საქმე ისაა, რომ როგორც ცნობილია Jay-მ თავიდან შექმნა თავისი თავი The Blueprint-ში, მოიხსნა ყინულოვანი ექსტერიერი, რაც უფრო ახლოს იყო ადამიანურ ემოციასთან. აქ კი, 50-მ დაკარგა თავისი თავის თავიდან შექმნის შესაძლებლობა, ისევ დაეყრდნო იგივე გამოუსადეგარ  9mm ვიაგრას ფორმულას.

მე-18 კანონი: ნუ ააგებ ციხესიმაგრეებს თავის დასაცავად — იზოლაცია საშიშია: იზოლაცია დაცვაზე მეტად საფრთხეებს ჰქმნის — შენამდე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვეღარ აღწევს, რაც გაქცევს თვალსაჩინო და მარტივ სამიზნედ.

50 Cent ამ დროისთვის ცხოვრობს 50,000 კვადრატული ფუტის სახლში Farmington(ფერმინგტონი)-ში, Connecticut(კონექტიკუტი)-ში. Mike Tyson(მაიკ ტაისონი)-ის ყოფილ სამყოფელს აქვს ხუთი ჯაკუზი, 25 სააბაზანო ოთახი, 18 საძინებელი ოთახი, ლიფტი, ორი ბილიარდის ოთახი, კინო-თეატრი, გასახდელი ოთახი,  და სტრიპტიზიორის რამოდენიმე ძელი. განსაკუთრებით კაცისთვის, რომელიც ცნობილია თავისი განმარტოებული რეპუტაციით, სახლი წარმოადგენს უმაღლესი დონის ციხე-სიმაგრეს. ის ასევე წარმოადგენს სიმბოლოს 50-ს იზოლაციის  და გამოცალკევების თანამედროვე რეპ-ლანდშაფტიდან. პირდაპირ გამოხატული წინააღმდეგობით Kanye-ის უშიშარ, რისკიან Graduation-თან, 50-ის ახალი ალბომი არის  უხეში გამეორება–ძირეული გაგრძელება იმ წინააღმდეგობისა, რომელიც შეურაცყოფს აუდიტორიას. კიდევ ერთხელ, როლინგ სტოუნსიდან: “‘Kanye ღებულობს თასებს, იმიტომ რომ ის  უსაფრთხოდაა,’ ამბობს 50 Cent, და მის გამონათქვამში სიტყვა ‘უსაფრთხოს’ პუნქტუაცია წარმოადგენს  ენის მოჩლექვას.” ამ წერტილისთვის, ასეთი გრანდიოზული ვარდნები არ არის ასეთი ნიშანდობლივიც, მაგრამ გულწრფელად ვთქვათ; Curtis-სთვის, ასეთი შენიშვნები არის ძალიან პათეტიკური, რომ ერთის მხრივ მიიღო ზედმეტად სერიოზულად და იმავე დროს ზედმეტად სულელურად, რომ იყოს მხიარული. თავის იზოლირებულ გარემოდან ცდილობს ხელახლა ჩაიგდოს ხელში ის პოპულარობა, რაც ჰქონდა მის მასიურ დებიუტს, 50 არის მსხვერპლი იგივე საგნის, რაზეც Kanye (და Jay და Nas…) ასე დაუღალავად მუშაობდნენ რომ შეექმნათ (კულტივაცია მოეხდინათ):  მუსიკალური კარიერა ღირებული დასამახსოვრებლად.

წყარო: pitchfork

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)