‘შავი პარასკევის’ ისტორია/Tony Yayo-‘შავი პარასკევი’

black friday

‘შავი პარასკევი' შეიძლება ჩაითვალოს წლის ერთადერთ დღედ, როდესაც საცალო გაყიდვების მქონე კომპანიებიდან, უმრავლესობა ხდება 'შავი'(ეს ტერმინი აღნიშნავს მოგების მიღებას). მადლიერების დღის მომდევნო დღე გახლავთ 'შავი პარასკევი', რომელიც ერთ-ერთ დიდ დღესასწაულად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ნამდვილი ამბავი, რომელიც დგას შავი პარასკევის უკან, არის უფრო ბნელი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. 

და ჯიმ ფისკმა, შეთანხმებული მოქმედებით, იყიდეს იმდენი ნაციონალური ოქრო, რამდენიც შეეძლოთ, იმედოვნებდნენ რომ შენაძენის ფასი ძალიან გაიზრდებოდა და შემდგომი გაყიდვით, მიიღებდნენ წარმოუდგენელ მოგებას. სექტემბრის პარასკევ დღეს, ამ 'შეთქმულებამ' დასცა საბონდო ბაზარი და გააკოტრა ყველა, ვოლ-სტრიტის ბარონებით დაწყებული, ფერმერებით დამთავრებული.

ყველაზე უფრო ხშირად გამეორებული ამბავი, რაც არის მადლიერების დღის, შემდგომი დღის მიმართ არის 'შავი პარასკევის' დაკავშირება საცალო გამყიდველებთან. როგორც ამბავი მოგვითხრობს, მას შემდეგ რაც მთელი წლის მანძილზე ბევრი გაუყიდავი საქონელი დაგროვდება(და ამ საქონელს ეწოდება 'წითელი'), მაღაზიები გამოიმუშავებენ მოგებას ('გახდებიან შავები') მადლიერების დღის, შემდგომ დღეს, რადგან დღესასწაულზე მაღაზიებში შევა იმდენად ბევრი ფული, რომ მთლიანად გაყიდიან დაგროვებულ პროდუქტს. 

ბოლო წლებში გაჩნდა ახალი მითი, რომელიც საკმაოდ შემაძრწუნებელია, 1800-იანი წლების სამხრეთის პლანტაციების მფლობელებს, შეეძლოთ ეყიდათ მონები ფასდაკლებით, მადლიერების შემდგომ დღეს. გაუგებრად დარჩა, როგორ შეიქმნა 'შავი პარასკევის' დღის ტრადიციის ეს ვერსია, თუმცა ამ მითმა ბევრს უბიძგა ამ დღესასწაულის ბოიკოტისკენ.

ნამდვილი ამბავი, რომელიც დგას, 'შავი პარასკევის' უკან მართლაც არ არის კარგი.  1950 წელს ქალაქ ფილადელფიის პოლიციამ გამოიყენა ეს ტერმინი, რომ აღეწერა, ის ქაოსი, რაც მოჰყვა მადლიერების დღის შემდგომ დღეს, როდესაც სამზედრო-საზღვაო არიმიის მოწყობილი ფეხბურთის ყოველწლიური მატჩის სანახავად გარეუბნის მაღაზიების მფლობელების და ტურსიტების ბრბომ გაავსო ქალაქი, რამაც შექმნა მოძრაობის დიდი შეფერხება. ამ არეულობაში, გაიძარცვა მაღაზიები, რამაც კანონის დამცველებს დაუმატა თავის ტკივილი.

1961 წელს ქალაქ ფილადელფიის ვაჭრებმა და ეკონომისტებმა სცადეს სახელი 'შავი პარასკევი' შეეცვალათ 'დიდი პარასკევით', რადგან მოეშორებინათ მისთვის ნეგატიური დატვირთვა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

'შავი პარასკევი' საბოლოოდ დარჩა და ფილადელფიაში მომხდარი ბნელი ამბავი, ყველამ დაივიწყა. ამჟამად წესით ერთი დღიანი სარგებლიანი გაყიდვები, გრძელდება 4 დღის მანძილზე გამართული ღონისძიებებით, შემდგომი დღეების სახელებია 'პატარა ბიზნესის შაბათი', 'პატარა ბიზნესის კვირა' და  'კიბერ ორშაბათი'. მაღაზიები იწყებენ გახსნას, პარასკევის ადრიან დილას. ნაციონალური საცალო ფედრაციის მონაცემების თანახმად 135.8 მილიონი ამერიკელი განსაზღვრულად მადლიერების დღის კვირაში მიდის მაღაზიებში.183.8 მილიონი ანუ 79.6 პროცენტი აცხადებს, ისინი ონლაინ შესყიდვებს ახორციელებენ კიბერ ორშაბათს.

2008 წელს G-Unit-ს ყველაზე აქტიურმა წევრა Tony Yayo-მ გამოაქვეყნა შესანიშნავი მიქსთეიფი 'შავი პარასკევი'. მოდით გავიხსენოთ ეს შესანიშნავი თეიფი და ისევ მოვუსმინოთ მას, 2015 წლის შავ პარასკევს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)