G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : შიმშილი უფრო მეტისთვის 2

hfm212Lloyd Baks-The Hunger For More 2

The G-Unit-ის დროშა მძლავრად ფრიალებდა 2000-იანი წლების დასაწყისში, დეკადის დასასრულს (2010 წლის მიწურულს) ეს სიმძლავრე განახევრდა. 50 Cent-ის მუსიკალური წარმატება და მიზნები წავიდა დაღმართისკენ, Young Buck და Game ცერემონიულად ამოიშალნენ სურათიდან, და Tony Yayo იყო, სავსებით კარგი, Tony Yayo. რაც ნიშნავდა, რომ Lloyd Banks, G-Unit-ის 'მდუმარე მკვლელი', დარჩა არაკომფორტულ სიტუაციაში. თვით გამოცხადებული პოპ პანკის მეფე, სინამდვილეში აღმოჩნდა, თვითდაჯერებული უვიცი, რომელიც ჩამოწერეს Interscope-დან. ასე რომ Banks-ის გადაწყვეტილება,  მისი მესამე ალბომი გამხდარიყო გაგრძელება 2004 წელს გამოშვებული სადებიუტო რელიზის, გვიტოვებს გრძნობას, რომ ეს არის სასოწარკვეთილების გამომხატველი გადაწყვეტილება, ვიდრე ის სიახლე, რომელიც თაყვანსცემს, თავის წინაპარს.

თუ The Hunger for More (შიმშილი უფრო მეტისთვის) იყო Banks-ის გვირგვინი სოლო შესრულებაში და Rotten Apple (დამპალი ვაშლი) შედეგი შესრულების ოსტატობის ნაკლებობის, H.F.M.2. არის სადღაც ამ ორს შორის.

Lloyd Banks და H.F.M.2. ჰქონდათ ის წაბორძიკება, რისიც ფანატებს ყველაზე მეტად ეშინოდათ. Banks აღმოჩნდა უუნარო აეზიდა მთლიანი პროექტი. "Start It Up" თეორიულად ჩანს, როგორც შესანიშნავი შემადგენლობის მქონე, მაგრამ  Banks-ის, Kanye West-ის, Fabolous-ის, Swizz Beatz-ის, და Ryan Leslie-ის  გაერთიანების, რელური შედეგი არის Kanye West-ის ალბომ My Beautiful Dark Twisted Fantasy-ის ცუდი რეკლამა. "So Forgetful" იყო შესანიშნავი, მაგრამ ძირითადად, Leslie-ის ხარჯზე—Banks უბრალოდ ქრება. Akon "Celebrity" -ში გვთავაზობს გაცვეთილ წინასიტყვაობას და კიდევ უფრო ცუდ შესრულებას. და რასაც ის ცდილობს იყოს სიმღერებში  "Any Girl" და "I Don't Deserve You," უბრალოდ ქვინსის ეს რეპერი ვერასდროს შეძლებს იყოს, ისეთივე ფულიანი არტისტი და ქალბატონების მკვლელი, როგორიც არის G-Unit-ის გენერალი.

თუ არის ერთი ისეთი რამ მაინც რაც შეგვიძლია ვისწავლოთ H.F.M.2.-დან, არის ის რომ ეს გახლავთ გარძელება რწმენის დაკარგვის. მაგრამ ის არ არის ისეთივე ცუდი, როგორიც იყო გაფუჭებული ვაშლი. Edwin Ortiz

წყარო: Complex

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)