SMS-ის გზა: გარიგებები, ურთიერთობები და მეტი დეტალი იმის შესაეხებ თუ როგორ შექმნა და განავითარა 50 სენთმა SMS Audio.

50-centSMS

50 Cent გვიყვება SMS Audio-ს, Beats-ს, ყურსასმენების ბაზრის დაარსების შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში

50 Cent-ის SMS Audio-ს ყურსასმენების კომპანია არის ერთ-ერთი ლიდერი პრემიუმ ყურსასმენების მზარდი ინდუსტრიის. The G-Unit-ის მაგნატი ყვება მეტ დეტალს CNBC-სთან საუბარში SMS Audio-ს ყურსასმენების, Beats-ის, ყურსასმენების ბაზრის დაარსებაზე და საუბარში ეხება სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ტანსაცმლის ხაზის შექმნა იყო პირველი არეალი სადაც ცნობადმა სახეებმა დაიწყეს თავიანთი ინვესტიციების ჩადება. 50 სენთი ამბობს, რომ ყურსასმენების ბაზარზე კონკურენცია, ბევრად უფრო აგრესიულია. .
"როდესაც Russell Simmons-მა შექმნა Phat Farm ტანსაცმლის ხაზი, ჩვენ ვიხილეთ Rocawear-ს ტანსაცმელი Jay-Z-სგან, თქვენ ნახეთ Sean John-ი  Puffy-სგან, როგორც დაინახეთ, მეც შევქმენი ჩემი ბრენდი G-Unit  და შემდეგ კიდევ მრავალი კომპანია, ერთიანობაში კი ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ წარმატებული საქმის შექმნა შეგვიძლია მუსიკის გავლით სამომხმარებლო ბაზარზე "

50 Cent საუბრობს Interscope Records-ის დატოვაბაზე და Beats by Dre-სთან კონკურენციაზე:
"მე მექნებოდა ურთიერთობა Interscope Records-ის დამაარსებელთან ჯიმმი აიოვინთან, რომლიც ასევე Beats by Dre-ის თანა-მფლობელიც არის, მე მის რეკორდ-ლეიბლის ქოლგის ქვეშ ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე SMS შევქმენი, ჯიმმი უკკვე აღმიქვამდა, როგორც ძირითად კონკურენტს, ასეთ პირობებში მე წამოვედი და ასეთი რამ მინდა ვთქვა: როდესაც კომპანია დებს გარიგებას, ქუჩის სხვა მხარეს არის სხვა სახლი და მე წავედი ამ სახლისკენ, Beats by Dre აქვს ნიკთან (Nike-თან) კონტრაქტი, მე და SMS-ს ადიდასთან(Adidas)"

SMS Audio-ს წარმატების მიზეზი:

ერთ-ერთი წარმატების გასაღები არის ის, რომ SMS Audio არ უხდის ცნობად სახეებს იმისთვის, რომ მათ წინ წაწიონ ბრენდი.ჩვენ ვთავაზობთ სელებრითებს,რომ ჩადონ ინვესტიცია, რაც მათ კომპანიის თანა-მესაკუთრეებად აქცევს და უკვე SMS Audio-ს ჰყავს ისეთი ინვესტორები როგორებიც არიან: Carmelo Anthony და Timbaland. ამით მე SMS დავამატე პარტნიორები, რომლებიც არიან საკმარისად ძლიერები იმითვის, რომ წამომყვნენ თამაშის ბოლომდე.

SMS Audio გახდა ოფიციალური ყურსასმენები Disney World & დისნეილენდის
SMS Audio-ს CEO-მ 50 Cent-მა, გააფორმა სტრატეგიული ალიანსი  Walt Disney პარკებთან და კურორტებთან. შეთანხმების თანახმად , SMS Audio უკვე არის ოფიციალური ყურსასმენები Walt Disney მსოფლიო კურორტების და Disneyland კურორტის, აგრეთვე Disney ფან კლუბის . SMS აგრეთვე იქნება სპონსორი დისნეის ფილმის “Star Tours – The Adventures Continue” ასევე დააფინანასებს ღონისძიებებს Avengers Super Heroes Half Marathon Weekend-ს და  Star Wars Half Marathon Weekend-ს, რომლებიც გაიმართება Disneyland კურორტში. SMS Audio-ს პროდუქცია ამ მომენტისთვის იყიდება ყველა დისნეილენდის კურორტში,  და მეორე ახალი გამოშვება ყურსასმენებისა, რომელიც არის Star Wars(ვარსკვალავური ომების) კოლექციიდან უკვე ამა წლის გაზაფხულს გამოვიდა გაყიდვაში. პროდუქცია აგრეთვე მიიღებს მონაწილეობას Disney-ს ყოველწლიურ Star Wars Weekends-ებში, და  SMS მიიღებს მონაწილეობას D23 ექსპო 2015:  Disney-ის  ფანების  ღონისძიებები, რომელიც გაიმართება ამ წლის ზაფხულს  კალიფორნიაში California’s Anaheim-ის კონვენციის ცენტრში.

Brian Nohe, რომელიც გახლავთ SMS Audio პრეზიდენტი, განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს პარტნიორობას სხვა გიგნატებთანაც,  Disney-სთან გაფორმებულ კონტრაქტზე აცხადებს: “ხალხი გვეკითხება, რატომ დავდეთ გარიგება დისკეისთან, ეს იმიტომ მოხდა, რომ Star Wars(ვარსკვალვურ ომებს) ჰყავს ძალიან ბევრი ფანატი. ისინი აფასებენ ხარისხიან პროდუქტს. ჩვენ უკვე გავყიდეთ პირველი ნაწილი Star Wars პროდუქტების, და ეს პროცესი მმდინარეობს ბრწყინვალედ.”

50 Cent განაცხადა SMS Audio პარტნიორობაზე Reebok-თან & Marvel-თან, ამბობს რომ მას უნდა SMS იყოს Adidas-ის ყურსამენი.

რეპერის  SMS audio , ფსონს დებს უფრო მეტ კომპანიებთან პარტნიორობაზე, რაც გზა არის წარმატებისკენ.
როგორ აღწერს რეპერი 50 სენთი თავის ყურსასმენების კომპანია SMS Audio-ს?
“ის არის მაგარი, იმიტომ რომ მე ვარ მაგარი, ეს კი ყველაფერს მაგარს ხდის”
ეს შეძლება არ ჟღერდეს ბინზეს მოდელის ყველაზე დახვეწილ აღწერად. მაგრამ არტისტი რომლის ნამდვილი სახელი კურტის ჯექსონის, წარმატებას მიაღწია სხვა ბიზნესშიაც მანამდე სანამ SMS-ს შექმნიდა, მან ფულის აკუმულაცია მოახდინა ვიტამინიზირებული წყლიდან 'ფორმულა 50'-დან (ოფიციალური ცნობით მან $100 მილიონი მიიღო, როდესაც 'ფორმულა 50' კოკა-კოლას მიჰყიდა) ასევე მან კარგად გამოიმუშვა G-Unit-ის რეკორდ-ლეიბლიდან და ტანსაცმლის ხაზიდან, 50-ს ასევე ჰქონდა გარიგებ Reebok-თან ფეხსაცმლის წარმოებაზე. მაშინ როცა ბევრი 'შეხტა' ყურსასმენების ბაზარზე, დაბალი ფასებით და მაღალი ხარისხით და ვერ მიაღწიეს წარმატებას, SMS (რომელიც იშიფრება როგორც Studio Master Sound(სტუდიური ოსტატის ჟღერადობა)) ისევ ცოცხალია 4 წლის შემდეგაც, როგორ მოახერხა?
Brian Nohe, კომპანიის პრეზიდენტი (50 სენთი არის დამფუძნებელი და CEO), ფიქრობს, რომ 'გასაღები' არის ბრენდებთან პარტნიორობა. მას მაგალითად მოჰყავს Dr.Dre-ის ყურსასმენების კომპანია Beats By Dre—Beats აჩვენებენ სატელევიზიოს გადაცემებში, არტისტები კლიპებში უწევენ რეკლამირებას, სპორცმენები ატარებენ, რაც მარკეტინგული მანქანაა. SMS-ა ამას თავი აარიდა და ფუკუსირება გააკეთა კორპორატიულ თანამშრომლობაზე. 

SMS ამ წუთისთვის აქვს თანამშრომლობა Walt Disney პარკებთან და კურორტებთან. (მხოლოდ SMS-ის ბრენდის ყურსასმენებია იყიდება Disney World და Disneyland). SMS აგრეთვე აქვს ურთიერთობა პროცესორების მწარმოებელ დიდ ბრენდთან Intel-თან.რაზეც Nohe ამბობს “ამაზე დაიხარჯა უზარმაზრი ფულადი თანხა, რომ ასეთი გლობალურობისთვის მიეღწია ჩვენს პროდუქტს.” და უკვე იღბალმა , SMS-ს შესთავაზა პარტნიორობა Reebok-თან და Marvel.
SMS აქვს პარტნიორობა სხვადასხვა ტიპის კორპორაციებთან: Intel პროცესორების მწარმოებელი, Reebok სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი და Marvel კომიქსების გიგანტი. 
The Marvel-ბრენდის SMS ყურსასმენი იქნება დაბალი ფასის $99 გარშემო. SMS-ში აცხადებენ, რომ ისინი შეინარჩუნებენ Marvel-ის ბრენდულ დახვეწილობას. “The Marvel-ის SMS-ის ვიზუალური მხარე არ იქნება საბავშვო სახის,” ამბობს Nohe. “ ისევე როგორც ფილმ  The Avengers ყურსასმენები, მას არ ექნებე წრეზე მორბენალი ვიკინგური ღმერთ ტორის გამოსახულება. მას ექნება პატარა სიმბოლო და მსგავსი ფერი ექნება მთლიანად ყურსასმენს".

 

The Reebok-ის SMS ბრენდის ყურსასმენები, დაქომპლექტდება კომპანიის ბოლო სიმბოლოთი, რომელიც არის “fit-gen” (fitness generation(ფიტნესის თაობა))-ის სურათი, და გაიყიდება Reebok საფირმო მაღაზიებში  და ინტერნეტ-ქსელში.


50 სეთი ამბობს, რომ მან ბევრი ისწავლა დიზაინის საკითხებზე. ამ მიმართულებით თავის აღმოჩენებს ის  Apple-ს უმადლის, ასევე ამ მხრივ მისი ფავორიტია  “FunToyzCollector” YouTube-ის  ვიდეოების სერია, სადაც ქალბატონი ხსნის საბავშვო პროდუქტებს, ყუთის გახსნის ფაქტი, კი მნიშვნელოვანი ელემენტია პროდუქტისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ SMS Audio-ს სპორტული ყურსასმენების ყუთი შეიცავს, უფრო მეტს ვიდრე ყურსასმენებს. ის წარმოადგენს დაცულ ყუთს კოდით. არის წყალგაუმტარი ყველა მხრიდან. გააჩნია მოხსნადი კაბელი ჩაშენებული კონტროლერით; მოყვება  SMS Audio-ს სტიკერები; და პატარა სპორტული პირსახოცი.​ თავითავად ცხადია, რომ პროდუქტს ხანგრძლივი გარანტია აქვს. (დემოსტრაციისთვის Nohe ჩაეჭიდა წყვილ SMS ყურსასმენს დაგრიხა უხეშად და ამით გვიჩვენა, რომ ის არ ტყდება. “სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ის არის უკეთესი ხარისხის, უკეთესი ჟღერადობის და უკეთესი ღირებულების" ამბობს Nohe.)


მეტი ყურადღების გადატანა პარტნიორობაზე ვიდრე ცნობადი სახეებისთვის გადახდა, რათა მათ პოპულარიზება გაუკეთონა ყურასამენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ SMS-ს არ ჰყავს სტაბილური ცნობილი ადამიანები. Carmelo Anthony NBA-ს ვარსკვლავი და Timbaland (რომელიც გახლავთ DJ) არიან ინვესტორები და წევრები კომპანიის-ორივე მათგანი ფლობს SMS-ის აქციებს.  აგრეთვე სხვა სელებრითების პატარა ჯგუფი არის IndyCar ავტო-მბრბოლელი Helio Castroneves, სერფინგისტი Alana Blanchard, და ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონი Rob Gronkowski.
“ჩვენ ვიწრო წრესთან ვარჩევთ მუშაობას ვიდრე ფართო მასებთან, მაგრამ ასეთი ფოკუსირებული მუშაობა იძლევა მეტ შედეგს” ამბობს Nohe. “ჩვენ თავიდან ავიცილეთ ფულის ინვესტირების ადრეული ეტაპი და ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი გზით, რაც გულისხმობს, ჩვენს ასოცირებას ბრენდთან და გამოვიყენეთ 50-ის სახელი, რომ აგვეშენებინა გლობალური ბრენდი. ეს იყო ადვილი გავსულიყავით ბაზარზე და გამოგვეყენებინა 50 სენთი, როგორც ჩვენი პროდუქციის ელჩი. ‘თქვენ ხედავთ 50-ს Wailing-ისკედელთან ისრაელში, თქვენ ხედავთ 50-ის ჰეინეკენის(Heineken) მუსიკის ფესტივალზე ამსტერდამში. რაც ძალიან ღირებული გამოდგა ჩვენთვის. "
2015 წლის იანვარში სამომხმარებლო ტექნიკის შოუზე 50 სენთმა  გამოაქვეყნა SMS-ის ახალი ვარსკვლავური ომების(Star Wars) კოლექცია. როგორც ჩანს SMS-ის და Beats By Dre ინტერესები იკვეთება.

50-მ Beats By Dre-ს მიმსამართით განაცხადა . “პირველივე ჯერზე, როგორც კი ნახავ Beats-ის კომპანიას,შენ იგრძნობ, რომ ის არის მარკეტინგული კომპანია."
რამდენად შეუძლია  SMS-ს იყოს კონკურეტუნარიანი? 50 სენთი ფიქრობს, რომ მისი უპირატესობა გლობალური მაშტაბისაა. “Beats არის Nike, ჩვენ ვართ Adidas, რაც უფრო მეტად საერთაშორისო დონისაა.”
დღეს Beats კონკურენტია, მაგრამ მანამდე 50-ს სწორედ  Jimmy Iovine-სგან და Dr. Dre-სგან ისწავლა რა უნდა გაეკეთებინა.უკვე  Beats შეიძნა Apple-მა, მაგრამ 50-ს სიყვარულით ახსოვს თავისი საკუთარი გამოცდილება Apple-თან. ის შეხვდა სტივ ჯობსს Apple-ის დამაარსებელს Jimmy Iovine-თან ერთად, მაშინ iPod სრულიად ახალი იყო, და უთხრა ჯობსს დამაჯერებლად “მე შემიძლია გავყიდო iPod.” 50 იხსენებს, როგორ უთხრა Iovine-მა Steve Jobs, “საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ბავშვები იყიდიან  iPod-ს თუ 50 ეტყვის მათ.” და შემდეგ ჯობსს გადუწყვეტია Apple-ს გადაეხადა 50 სენთისთვის $150,000 რომ ეჩვენებინა iPod თავის 2003 წლის მუსიკალურ ვიდეოში სიმღერისთვის, “P.I.M.P.” რომელიც გახდა, პირველი კლიპი რომელშიც უჩვენეს iPod, იმავე წელს,  the Black Eyed Peas სიმრერა “Hey Mama” იყო პირველი, რომელშიც გამოიყენეს Apple iPod commercial. (ჯგუფის ვოკალისტის და დამაარსებელი, Will.i.am, გახლავთ ასევე Beats-ის თანა-დამაარსებელი.) “მე ვფიქრობ, რომ Jimmy იყო ცოტათი Steve და უნდოდა, რომ ყოფილიყო მის ნაირი” ამბობს 50.

ვინ არის 50 სენთი და ვინ უნდა რომ იყოს? ის არის Gronkowski-ის მსგავსი, მაგრამ ის ბედნიერი ჩანს, რომ უბრალოდ არის თავისივე თავი. “ყველა საზოგადოება არის კარგი საზოგადოება, სანამ არ იტყვი, მე დავამთავრე.”-ამბობს 50.
SMS Audio არის კერძო და არ ამჟღავნებს გაყიდვების რიცხვებს. არ ვიცით რამდენად მომგებიანი საწარმოა, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ მისი შემოსავლები იზრდება ყოველ წელიწადს.

SMSantony smsinc SMSTimbaland

 

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)