G-Unit-ის ალბომების დალაგება ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე! : “მანამდე სანამ თვით-განადგურებას მოვახდენდე”

before-i-self-destruct8.50 Cent-Before I Self Destruct

*g-unitcity-ის ოფიციალური facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/50thlaw/ , თქვენ აღმოაჩენთ, კომპიუტერის Desktop სურათს ალბომ "Before I Self destruct"-დან, რომელიც შექმნილია g-unitcity-ის გუნდის მიერ!

  2009 წლისთვის, 50 Cent-ის ვარსკვლავური საათი უკვე დამთავრებული იყო. მან კრახი განიცადა, იმ დანაკარგით, როცა 2007 წელს Kanye West-ის ალბომს  Graduation (კურსდამთავრებული), გაყიდვების მეტი მაჩვენებელი ჰქონდა ვიდრე მის ალბომ Curtis-ს. მაგრამ ეს მხოლოდ ამბის ნახევარია. Kanye-მ არა მხოლოდ უკეთესი ალბომი შექმნა (50-მ ეს თავად აღიარა ჟურნალ GQ-ს პროფილში) დაგვრჩა გრძნობა, რომ 50-ს მუსიკა უკვე ძველია და ვადაგასული—მსგავსად სუპერვარსკვლავი ათლეტისა, რომელსაც დაემტვრა მუხლები  და აღარასოდეს აღარ ექნება ადრინდელი წარმატებები .  '09-სთვის Kanye-ის გავლენით დაიწყო რეპერთა ახალი თაობის დაბადება, როგორებიც არიან J. Cole და Drake, მათ შექმნეს ახალი პარადიგმა რეპში, რამაც განგსტერულ რეპს მტვერი გადააყარა.  50-მ ისევ აგრესიული კონტენტი მოირგო, როგორც გახსენება იმისა, რომ ქუჩის რეპს ყოველთვის ექნება ადგილი ჰიპ-ჰოპში. 

ყველაზე მთავარი, ის არის რომ 50-ს რეპი, რომელიც "Before I Self Destructon"-ში გვხვდება წარმოადგენს ალბომ "Curtis"-ის  რეპ-ტექსტების გაუმჯებესებას. ნათქვამის საილუსტრაციოდა სიმღერა "Death To My Enemies"-ში, ის რეპავს, "ეს 4-30 ობობა, ნახშირბადის ბოჭკო/და ჩემი ძაღლი ალ-ქაედას მსგავსად არის ბუნებით მებრძოლი/სწრაფი ცეცხლი, შენ ხარ ტკბილი, როგორც ვაშლი/The Mack გახსნის ცეცხლს, ნიღაბი როგორიც  Michael Myers.-ის". მაშინაცკი როცა 50 ისევ მიუბრუნდა უკე დამღლელ თემებს იარაღებზე და ნარკოტიკების გასაღების შესახებ , 50-ს ჟღერადობა უფრო გაახლებულია, ვიდრე მანამდე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის რეპავს იმის შესახებ  თუ "რა არის მისი ბექგრაუნდი", ის მბრდღვინავი ხდება. ამასობაში, სიმღერაში, როგორებიც არის  "Days Went By,"  ის ყვება აქამდე ჩვენთვის გაუგონარ  ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, მისი კოშმარული ბავშვობიდან (ამბავი, როცა მისმა ბიძამ პისტოლეტით გალახა, რადგან ის ეწეოდა 'მარიხუანას', არის დაუვიწყარი), ეს ყველაფერი კი იმას ემგვანება, რომ მან მოგვიყვა ყველა ამბავი, რაც კი შეეძლო უკვე მოეყოლა.

ალბომი არ არსებობს შეცდომების გარეშე; სიმღერა "I Got Swag" უბრალოდ არ უნდა შექმნილიყო, "Get It Hot" კიდევ რაღაცის მაქნისია, და "Baby By Me" არ იყო სწორად შერჩეული სინგლი ალბომისთვის, რაც ნიშნავს, რომ მას საფუძვლიანი შესწორებები სჭირდება. მას შემდეგ, რაც  Eminem და Dr. Dre ძალიან შორს დაიჭირეს თავი  Before I Self Destruct პროექტისგან, აღმოჩნდა, რომ 50 Cent-ს ბანაკში არ ჰყავდა არცერთი ისეთი ბით-მეიქერი, რომელიც ცენტრალურ სიმღერას შექმნიდა მისი ალბომისთვის. და მაშინ როდესაც 50-ს სიმღერებმა ვერ იმუშავეს, დამტკიცდა რომ 50 Cent-ს უკვე მოხდენილი ჰქონდა თვითგანადგურება და ამის დასანახად, არ არის აუცილებელი ზედმეტად ახლოს იყო მოვლენებთან, თუმცა ალბათ ისევ შეუძლია, თვით აფეთქების შემდეგ დარჩენილი ნაფლეთები,  შეკრიბოს და გახდეს ისევ მძლავრი. —Insanul Ahmed

წყარო: complex

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)