შეხედეთ მსოფლიოს თქვენი თაღლითი თვალებით
‘ძალაუფლება' არის ამერიკული სატელევიზიო სერიალი, რომელიც გადის Starz-ის არხზე. ჟანრი: დრამა. შოუ შეიქმნა Courtney Kemp Agboh-ის მიერ და სერიალის პროდიუსერი არის რეპერიr 50 Cent. პრემიერა შედგა 2014 წლის 5 ივნისს. იმავე წლის 11 ივნისს, Starz-მა განაახლა 'ძალაუფლება' და მომზადდა 10 ეპიზოდი მეორე სეზონისთვის,რომელიც დაიწყო, 2015 წლის 6 ივნისს და დამთავრდა 2015 წლის 15 აგვისტოს. 2015 წლის 10 ივნისს, იმის გამო, რომ
მე-2 სეზონს ჰქონდა ძალიან წარმატებული რეიტინგი, 'ძალაუფლება' განახლდა 10 ეპიზოდად მესამე სეზონისთვის.
სერიალის მთავარი გმირია James St. Patrick, რომლის ზედმეტი სახელია "მოჩვენება" და ფლობს პოპულარულ ღამის კლუბს ნიუ-იორკში. ასევე ის ძირითადი მოთამაშეა ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი არალეგალური ნარკოტიკული ქსელის. ის იბრძვის, რომ დააბალანსოს ეს ორი სხვადასხვა ცხოვრება და გააცნობიერებს, რომ უნდა ნარკოტიკების საქმის მიტოვება, თავის ლეგალური ბიზნესისთვის.
'ძალაუფლების' სცენარის ავტორმა 50 Cent-ს უჩივლა და სთხოვს $200 მილიონს.
ნიუ-იორკელი რეპერი 50 სენთი სარჩელებშია ჩაფლული. ამჯერად მას უჩივლა მწერალმა, რომელსაც სჯერა, რომ 50 Cent-მა მას მოპარა 'ძალაუფლების' სცენარი.
TMZ-ის ცნობის თანახმად, მწერალ Larry Johnson-ს მიაჩნია, რომ რამოდენიმე მსგავსებაა მის ხელნაწერ "გეტოს ბავშვის უბედურებასა" და "ძალაუფლებას" შორის.
Larry Johnson აგრეთვე აცხადებს, ადრე მან თავისი ხელნაწერი G-Unit წიგნების კომპანიის თანამშრომელს გადასცა.
“როგორც Larry Johnson ამბობს მან თავის ხელნაწერი 2005 წელს Nikki Turner-ს გაუგზავნა, რომელიც მუშაობს 50 სენთისთვის G-Unit Books-ში და სჯერა, რომ Nikki-მა ეს ხელნაწერი აჩვენა 50-ს. Johnson ირწმუნება, რომ მისი 'საშინელებათა' ჟანრის ნაწარმოები, 2014 წელს Starz-მა წარადგინა ‘Power’-ს სახით. სადაც 50 სენთი გვიჩვენებს ნარკოტიკების გამყიდველს, რომელიც ცდილობს გახდეს კანონიერი. Johnson-ის თქმით ეს სიუჟეტი, მისი ხელნაწერის კოპირებაა, რომელიც წიგნად აქვს უკვე გამოცემული და მასში მთავარი სახასიათო გმირი ჰგავს 'ძალაუფლების' მთავარ პერსონაჟს 'მოჩვენებას' . Johnson აგრეთვე ამბობს, რომ ზედმეტ სახლი 'მოჩვენებაც' მის კალამს ეკუთვნის.
Johnson მოითხოვს 50 სენთისგან, რომ $200 მილიონი გადაუხადოს.
საინტერესოა, რომ ამავე წელს 50 Cent 'ძალაუფლების' შინაარსის მოპარვაში სხვა მწერალმაც დაადანაშაულა. 2015 წლის იანვარში, მწერალმა Curtis Scoon-მა დაწერა ტვიტების სერია twitter-ზე, სადაც 50-ს ადანაშაულებდა მისი ხელნაწერის შინაარსის მოპარვაში, მისი დაწერილი რომანის სახელი ყოფილა 'საშიში'.
“ჩემს გამოცდილებას და სხვა დეტალებს, რასაც აქ ვაზიარებ, ხდება 50-ს ნაირი ხალხის მოპარვის საგანი” განაცხად Scoon-მა twitter-ზე.
Leave a Reply