M.O.P.:’რატომ არ იმუშავა G-Unit-ის კონტრაქტმა?!’

50 სენთი:"მე არ დავდებ ფსონს სამ ფეხიან ცხენზე, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ძალიან მომწონს ეს ცხენი"


M.O.P.-ის 1/2-ის Billy Danze-ს ბიძგი უკან დაბრუნებისთვის – XXL

საზეიმო განწყობა არ არის სახასიათო Billy Danze-ს აღწერისთვის, მაგრამ დღეს, M.O.P.-ის კუნთოვანი ნახევარი მიაბიჯებს სკანდალისკენ, ბედნიერად მართმევს ხელს და ირგებს მასპინძლის როლს. გასაოცრად ოპტიმისტურია Danze-ს სიცილი, მოწევა და სმა პრეს-რელიზის დღეს არწივის ბუდის სტუდიაში (Eagle’s Nest Studio) მანჰეტენზე მისი ახალი რეპ-როკ ჯგუფის Hevi Medal-ისთვის, და მათი  ჯგუფის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომისთვის. Billy-სგან, Ikkabod-ით, Fox-თ და Mounia Tajou-თი შედგენილი ჯგუფი გვპირდება, რომ თავიანთ LP(Long Playing "ხანგრძლივად დაკვრადი")-ს გამოაქვეყნებენ წლის დასასრულს Hevi Medal Music/Geffen-ის ნიშნით. ეს სხვა M.O.P.-ია.

რა სტატუსი აქვს M.O.P.-ის ალბომს, Yearly Physical-ს G-Unit-ში?
მე ვფიქრობ თქვენ ნამდვილად მიიღებთ ალბომს G-Unit-ის ნიშნით, ამ წლის დასასრულს. ისინი ცოტათი მათი სხვა არტისტების ჩანაწერების გამოქვეყნებით დაკავდნენ, იმ მნიშვნელოვანი წარმატების გამო, რაც მათ ჰქონდათ. ეს არის ჩემი ფიქრები, მე მთლიანად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ასე ჩანს. ასე რომ ვფირობ ამ წლის დასასრულს. მე მომავალ კვირას მექნება საუბარი 50-სთან და ჩვენ დავსხდებით და მოვიფიქრებთ გეგმას. რადგან ჩვენ გვაქვს მუსიკის მთელი ხროვა, უნდა დავიწყოთ, მისი ამოქმედება.
ორი კვირის წინ, 50 Cent-ს  ჰქონდა ინტერვიუ სხვა ონლაინ გამომცემლობასთან და როცა ჰკითხეს M.O.P.-ის ალბომის შესახებ, მან თქვა “სანამ ისინი არ იქნებიან რეალირად მზად, მე არ გამოვაქვეყნებ მათ ჩანაწერს. მე არ დავდებ ფსონს სამ ფეხიან ცხენს, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძალიან მომწონს ეს ცხენი.” რა იქნება თქვენი პასუხი ამაზე?
თქვენ ნამდვილად გჯერათ ამის? მე ეს არ გამიგონია და არც გავაკეთებ კომენტარს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვინც წაიკითხე ეს ინტერვიუ…. პირველ რიგში, მე არ ვარ ბოზი. ჩვენ არ შევურევთ ამ ყველაფერს იმით, რომ მე ერთის მხრივ ბოზი და ასევე როგორც კაცი ვამბობ მე არ გამიგონია ეს. ეს მე პირველად გავიგონე. ასე რომ მე ვილაპარაკებ Fif’[50 Cent]-თან ამის შესახებ ხვალ. მე შევხედავ ის რას გულისხმობ და შემდეგ მე დაგირეკავ და გაცნობებ რა იგულისხმა მან კონკრეტულად. მე არ ვსარგებლობ კომპიუტერით, ასე რომ თუ ეს არის რაც მან თქვა, მაშინ ეს გამოიყურება უპატივცემულობად. მაგრამ მე ზრდასრული კაცი ვარ, ასე რომ მე მასთან ვილაპარაკებ ამის შესახებ და ვნახოთ რა მოხდება.
ამდენი დაგვინების შემდეგ, რაც იყო Roc-A-Fella-სთან და არის G-Unit-თან,  ისევ გააქვთ შეგრძნება, რომ  M.O.P. როდესმე მიიღებს თავის სამართლიან ჯოლდოს?
რა თქმა უნდა ჩემი ბავშვები კარგად არის. [იცინის] როდესაც მე სცენაზე ვარ, ეს არის ჩემი ჯილდო. რასაც ვაკეთებ, ესეც ჩემი ჯოლდოა. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩევნს საკუთარ სიმღერებს და ეს უბრალოდ ასეა.ჩევნ ყოველთვის გვეძლევა სამართლიანი ჯილდო. მეორე ალბომის შემდეგ [1996-ში Firing Squad], ჩვენ ნამდვილად მივიღეთ სამართლიანი ჯილდო. პირველი ალბომი [1994-ში To the Death], ასეთი ნამდვილადი არ იყო, ჩვენ ვერ შევძელით, რომ ის ვინმეს მოესმინა. მეორე ალბომისას ჩვენ ისევ იგივე ეტაპზე ვიყავით. მესამე ალბომით [1998-ში First Family 4 Life], მსოფლიო იყო ჩვენი. ასე რომ ჩვენ კარგად ვაკეთებთ საქმეს. მე მოწონს ის სივრცე, სადაც ამ მომენტისთვის ვართ. ყველაფერი შესანიშნავადაა.
თქვენ ბიჭებო უკვე 7 წელია, რაც ალბომი აღარ გამოგიშვიათ, მაგრამ ხალხი ისევ ზრუნავს M.O.P.-ზე, რა ამბობს ეს თქვენს მნიშვნელობაზე?
მე ვიცი რასაც ამბობენ. აქ არ აქვს აზრი, რას ვფიქრობ მე; აქ მნიშვნელოვანია სხვების ნაფიქრალი. თუ აქ ისევ არის ხალხი, რომლებიც მეტყვიან, “მიდი, მიდი, მიდი. ჩემამდე მოიტანე შენი ჩანაწერი,” მაშინ მე მას თქვენ მოგაწოდებთ. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ვიყო უბრალოდ Billy Danze. მე არ მჭირდება ვიყო ის რაც, რომელიმე დედა მოტყნულს მოუნდება, რომ ვიყო. მე უნდა ვიყო მე. და ეს შესანიშნავად მუშაობს ჩემთვის. ჩემი ბავშვები კარგად არიან. ჩემი ლედი კარგდ არის. ასე რომ მე უკვე საკმაოდ დაშორებული ვარ, იმ სიბინძურეს სადანაც მოვდივარ. მე ძალიან მდიდარი ვარ! იმ ნაგვიდან, სადანაც ვარ წამოსული, მე ძალიან  გადავიტვირთე. ასე რომ მე უკვე ბედნიერი ვარ. მე ჩემი ოცნების გუნდი შემოვიკრიბე გარშემო და ყველა ჩემი ნიგერი ისევ ჩემთანაა. ეს ურთიერთობა ყოველთვის ოჯახივით იყო ჩვენთვის. ოჯახი ყველაფერია. ასე რომ 7 წლიანი პაუზა, არის უბრალოდ 7 წლიანი პაუზა. უბრალოდ მოგვეცა საკმარისი დრო, რომ ამჯერად მოვსულიყავით უძლიერესი გეგმების ბანდად. რადგან, როდესაც ჩვენ გამოვუშვებთ ჩვენს შექმნილს, ის გაიჭრება წინ როგორც ყველაზე გადამწყვეტი მნიშვენლობის მქონედ. როდესაც მე ვამბობ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ, ჩემო ნიგერო, ეს ნიშნავს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ. მე არ ვიცი ნიგერები თუ შეძლებენ, რომ გააცნობიერონ და ადაპტირება მოახდინონ მასთან. მათ შეუძლიათ ყველაფერი შეიძულონ რაც უნდათ, ისინი ვერ შეძლებენ აღიქვან, მიუხედავად ყველაფრისა. მე ამის გარანტიას ვიძლევი.
ამბობენ, რომ თქვენი ოფიციალური ალბომი არ გამოვა ამ წელს, როგორც ეს დაგეგმილია. გიფიქრიათ როდესმე G-Unit-ის დატოვებაზე?
მე არ მჭირდება რომელიმე ლეიბლი, რომ შევინარჩუნო ჩემი წინსვლის ტემპი. G-Unit-მა შესაძლებლობები დადო მაგიდაზე M.O.P.-სთვის. მე ვიყავი წასული მსოფლიო ტურში ამ ბიჭებთან ერთად. მე ვაფასებ ამას. მათ ჩვენთვის მოიტანეს რაღაც და ჩვენც მოვუტანეთ მათ ყურადღება. M.O.P.-ს და G-Unit-ს არ აქვთ რაიმე განსხვავება. ასე რომ მე რეალურად არ ვფიქრობ ჩვენს G-Unit-დან გამოთიშვაზე, განსაკუტრებით მაშინ, როცა ამის არანაირი მიზეზი არ არის. თუ მე მექნება მიზეზი წასვლის, როგორც, “შევეცი, ისინი არ გვეპყრობიან სწორად,” მაშინ მე ნახტომს გავაკეტებ. მაგრამ ეს არ არის ასეთი შემთხვევა. მე სამართლიანი ადამიანი ვარ. მე ვარ სამართლიანი ნიგერი! მე ვარ სამართლიანი განგსტერი! მე ვარ ზრდა დასრულებული მამაკაცი. ბიზნესი არის ბიზნესი. თუ ის არ იმუშავებს, მაშინ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. ასე არის. შეიძლება სწორედ ამაზე ლაპარაკობდა 50, მაგრამ მე ვაპირებ მასთან ამ თემაზე საუბარს.
როკის მძიმე გავლენა Hevi Medal–ზე ბუნებრივი პროგრესია შენთვის?
დიახ, ეს ის არის რისი შესრულებაც ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ვუსმენდი Nickelback, Korn, და ყველა მსგავსი სტილის ბიჭს. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო მათ მსგავსად, მაგრამ ვცდილობ რომ მათ მივუახლოვდე. თუ მე მივუახლოვდები, მე ისევ უმრავლესობაზე უკეთესი ვიქნები. ეს ის არის, რასაც ჩევნ ვაკეთებდით M.O.P.-ს დასწყისიდანვე, ისეთი ჩანაწერებით როგორებიცაა “Rugged Neva Smoove” და “Handle Ur Bizness.”ჩვენ ყოველთვის ვიყავით როკის ხაზზე; ჩვენ უბრალოდ არასოდეს მიგვიძღვნია მთლიანი ალბომი Mash Out Posse–ის მიღმა მყოფი ჯგუფური პროექტისთვის. პლიუს, ეს მაძლევს იმ უპირატესობას, რომ ვიმუშავო სხვა არტისტებთანაც წარმატებულად. რისი სამუშაო შედეგიც არის საკმაოდ კარგი. ჩვენ ვღებულობთ კარგ გამოხმაურებას.
გვიამბეთ წამყვანი სინგლის “7:30” შესახებ, რომელიც Hevi Medal–ის ალბომიდანაა გამოტანილი. 
ჩვენ შემოვიერთეთ, ჩემი 'ძმა' Ikkabod, დეტროიტიდან [ტრეკზე სამუშაოდ]. ეს ‘პაცანი’ არის დაუჯერებლად შესანიშნავი რეპერი და მწერალი. მას აქვს ენერგია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მას აქვს M.O.P.–ის ენერგია. ასე რომ შევქმენით პატარა ნიშა ერთად სამუშაოდ. ჩვენ  გამოვჩნდით “7:30” ამ ერთობლივი ნამუშევრით, რომელიც არის პირველი სინგლი. ჩვენ უკვე გვაქვს ვიდეო და ყველაფერი რაც მისთვის[“7:30” ] არის საჭირო. ნელა მიიწევს მაღლა, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად მუშაობს[“7:30” ]. ჩვენ ის შვქმენით მთლიანად ჩვენით, ყველანაირი მაჟორული დახმარების გარეშე. და ის მუშაობს კარგად.

2008-ში, M.O.P.-მ დატოვა 50 Cent-ის G-Unit.

 

“ჩემი აზრით, როდესაც შენ გიწევს შეასრულო იმდენად ბევრი სამუშაო, რამდენსაც 50 Cent მუშაობდა, არის ძალიან მძიმე,” განმარტაBilly Danze-მ VladTV-სთან ინტერვიუში. “და ის არ არის ეგოისტი ბიჭი, ამ სიტყვის არანაირი მნიშვნელობით. მაგრამ ყველა არტისტს უნდა იყოს არტისტი, რომელიც არის მწვერვალზე.”

“ეს ზედმეტია შენთვის, რომ მართო შენი უზარმაზარი კარიერა შენით და ისევ მუშაობდე ბიჭებთან, როგორებიც არიან M.O.P., Mobb Deep, ეს ერთი,” ის აგრძელებს. “ჩვენ უკვე ვიყავით [რეპ]თამშში; ჩვე შევქმენით ჩვენი სიმბოლო. ჩემი აზრით, მძიმე იყო მისთვის ეტვირთა ყველა ეს ჯგუფი ერთსადაიმავე დროს."

Lil Fame ჩაერთო, “შემდეგ ამ ყველაფრის დასასრულს, ჩვენ ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ ერთ მოსახვევში ვართ, ჩვენ ჩვენს ზონაში ვართ, ჩვენთვის…ჩვენ ვართ ჯიუტები.”

Danze ისაუბრა გულწრფელად, იმის შესახებ თუ როგორ აღიქვეს ფანატებმა მათი გადაადგილება. “ფანების უმრავლესობამ ეს არ მიიღო. თუ შეხვალთ online-ში, თქვენ ნახავთ ყველაფერს რასაც ხალხი პოსტავს. ისინი არ იყვნენ იმით ბედნიერი, რომ  M.O.P.-მ კონტრაქტი დადო G-Unit-თან, მიუხედავად იმისა, რომ G-Unit წარმოადგენდა ქუჩას ასევე. მათ უბრალოდ ეს არ მიიღეს. და თუ ჩვენ არ გვექნება მათი მხარდაჭერა, მაშინ რატომ ვაკეთებთ საერთოდ რაიმეს?”

Fame-მა დაამატა: “ჩვენ ვიცით 50 საიდან წამოვიდა. ჩვენ ვაფასებთ…რომ მან მოგვცა წინ სვლის საშუალება.  დავიყვიროთ G-Unit-სთვის. მათ ჩვენ მოგვიტანეს სროლასავით დიდი ხმაური. რამაც საბოლოო ჯამში, სინათლე ვერ იხილა. ისინი ისევ ჩევნიანები არიან , მიუხედავად ყველაფრისა.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)