თვალი თვალის წილ… იწვევს სიბრმავეს 2

50animal#'მზიანი, დღეები არ იქნებოდა ასეთი განსაკუთრებული, რომ ის არ იყოს წვიმისთვის'-50 Cent

ახალი თავი დაემატა 50 Cent-ს და Rick Ross დაპირისპირების ისტორიას. 50 Cent-მა სარჩელი შეიტანა მისი მტრის Rick Ross-ის წინააღმდეგ. Ross-ის წინააღმდეგ შეტანილი სასამართლო სარჩელი, მისგან $2 მილიონს ითხოვს, 50 Cent-ის სიმღერის 'In Da Club(კლუბში)' ბითის გამოყენებისთვის, მისი ახალი დისკის  Renzel Remixes(გარდამქმნელი რიმიქსების) მიქსთეიფისთვის.
თავდაპირველად 50-iს სვლა უცნაურად გამოიყურებოდა, რადგან Rick Ross-ის ახალი თეიფი, არის უფასო. 50 Cent ირწმუნება, რომ 'გარდამქმნელი რიმიქსები' გამოყენებული იქნა  Ross-ის ახალი ალბომის 'შავი ბაზრის'(Black Market), გაყიდვებისთვის ბიძგის მისაცემად, და ეს ნიშნავს Renzel Remixes(გარდამქმნელი რიმიქსები) კომერციულია.

2014 წელს Rick Ross-მა გამოაქვეყნა ორი ალბომი: ოსტატის გონება და უბნის მილიარდერი. ორივე ალბომი გაყიდვების მიხედვით ჩავარდა. wikipedia-ს მონაცემების თანახმად ამ დროისთვის  'ოსტატის გონების' გაყიდვები შეერთებულ შტატებში არის 397,000 და 'უბნის მილიარდერის'  190,000. MMG-ის ლიდერის ჯერ-ჯერობით ბოლო მიქსთეიფები: შავი დოლარი(Black Dollar), გარდამქმნეილი რემიქსები(CD 1) და გარდამქმნელი რემიქსები(CD 2) არიან მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი, რომლებიც ემსახურებიან ალბომ 'შავი ბაზრის'('Black Market Album') წინსვლას. 2012 წელს Rick Ross-მა შექმნა Lil Wayne-ის სიმღერის: 'სარკეს'(Mirro) რემიქსი და გადაიღო მუსიკალური ვიდეო, ალბომ 'ღმერთი პატიობს, მე არა'(God Forgive, I Don't)-ს წინსვლისთვის. ამ უკანასკნელს კარგი გაყიდვები ჰქონდა, ის სერტიფიცირებული იქნა ოქროთი, ამერიკის მუსიკალურ ჩანაწერთა ასოციაციის მიერ. როგორც ჩანს მაიამის რეპერი, იყენებს ძველ სტრატეგიას.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Optionally add an image (JPEG only)